Sunday, September 28, 2014

მეორე დღის რეფლექსია

მეორე დღე დავიწყეთ სახლში მოფიქრებული პროექტის იდეების გაცნობით. გავეცანით პროექტის იდეებს და განვიხილეთ. შემდგომ შევედით ჩვენს ბლოგზე და განვათავსეთ პროექტის იდეა. სემდგომ წავიკითხეთ ერთმანეთის იდეები და დავაკომენტარეთ, მივეცით ერტმანეთს რჩევები.
ამის შემდეგ დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა. გავაკეთეთ ბროშურის დიზაინი და გავაფორმეთ გარეკანი. ამით დავასრულეთ პირველ მოდულზე მუშაობა.
საშინაო დავალებად გვაქვს მოვიფიქროთ პირველი მოდულის შემაჯამებელ კითხვებზე პასუხები.

ჩემი პროექტის იდეა

   დღეს საქართველოში ტურიზმი ძალზედ აქტუალური თემააა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ, ტურისტთა რაოდენობის ზრდა განაპირობა. ტურისტთა რაოდენობის ზრდა კი აუცილებელს ხდის ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას.
   
  მოსწავლეები შეხვდებიან მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს და აიღებენ ინტერვიუს, თუ რა იციან თელავის შესახებ. შემდგომ დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას სხადასხვა ისტორიულ ძეგლებზე. 
   
  შედეგად  მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გამოუშვებენ ბროშურას სადაც იქნება განთავსებული ინფორმაცია, რომელიც ტურისტებს გაუადვილებს თელავის ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერებას.

Saturday, September 27, 2014

პირველი დღის რეფლექსია

პირველ დღეს გავეცანით თუ რა მოდულებისგან შედგება ჩვენი ტრენინგი. შემდგომში გავეცანით თუ რას ნიშნავს INTEL-ი. გავხსენით INTEL-ის სახელმძღვანელო და გავეცანით თუ როგორ უნდა შევქმნათ პორთფოლიო და  საჭირო საქაღალდეები. ამის შემდგომ, შევქმენით ჩვენი პორტფოლიო. შემდეგ გავიგეთ თუ რა არის ჩეკლისტი და გავეცანით მასში შესულ ინფორმაციას..შემდეგ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ეს ფაილი და ჩეკლისტის ფაილი შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში. ამის შემდგომ გავხსენით ჩვენი ელექტრონული ფოსტა და და იქედან შევქმენით ჩვენი ბლოგი. ხვალისათვის გვაქვს დავალება, უნდა მოვიფიქროთ პროექტის იდეა და ხვალ წარვადგინოთ აუდიტორიის წინაშე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პირველი დღე და სულ არ დავღლილვარ ისე გაიქცა დრო :)