Monday, October 27, 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მეცხრე დღეს აუდიტორიის წინაშე წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინე ჩემი პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე მოვისმინეთ თანაგუნდელების პროექტების პრეზენტაციები და ვაკეთებდით კომენტარებს როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებზე. ამით ჩვენი ინტელის ტრენინგი დასრულდა. რის შედეგედაც მე პირადად ძალიან ბევრი გავიგე და მივხვდი თუ რა იყო პროექტი და როგორ უნდა განცახორციელო წარმატებული პროექტი. ასევე ტრენინგის განმავლობაში შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი :)

Tuesday, October 21, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  სასწავლო პროცედურები ლინკის სახით ჩავსვით სასწავლო გეგმაში, შემდეგ პორფოლიოს ჩეკლისტის საშუალებით გადავამოწმეთ, ჩვენი პორფოლიო.  შემდეგ ავტვირთეთ Google-Drive-ში. გამოვაქვეყნეთ და განვათავსეთ ბლოგზე.

Friday, October 17, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით. შემდეგ გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.ვიმუშავეთ მეხუთე მოდულის ფარგლებში. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილი რომელიც შეფასების კრიტერიუმებისთვის გამოგვადგება. სახლში გვაქვს დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირების მიხედვით უნდა შევასოთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შფასება.

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Tuesday, October 14, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მესამე მოდული და მეოთხე მოდული. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. შემდეგ დავასრულეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ DRIVE-ში. შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და ვნახეთ საავტორო უფლებებისთვის ჩასაწერი სხვადასხვა დოკუმენტი. შემდეგ ჩვენ თვითონ შევადგინეთ საავტორო უფლებების შემცველი დოკუმენტი. ამის შემდგომ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენს ბლოგზე ახალი გვერდები, და დავამატეთ ჩვენს ბლოგს ახალი გვერდები. შემდგომ შევცვალეთ ჩვენი ბლოგის დიზაინი. სახლში უნდა გავაკეთოთ, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, ავტვირთოთ DRIVE-ში და შემდეგ განვათავსოთ ჩვენს ბლოგზე.

Sunday, October 12, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს ბლოგზე პოსტის სახით ჩავწერეთ მოსწავლის მიზნები და ამოცანები და მიმართულების მიმცემი კითხვები და შემდეგ განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ გავეცანით თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ შეფასების გეგმაზე.გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო. ამის შემდგომ დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა და შევავსეთ პრეზენტაციის ყველა სლაიდი. შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ პრეზენტაცია GOOGLE DRIVE-ში. ავტვირტეტ პრეზენტაცია და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.
დავალება გვაქვს  უნდა მოვიფიქროთ და ჩამოვწეროთ ის სტრატეგიები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პროექრტის მიმდინარეობის ფარგლებში, იმისათვის რომ ვიმუშაოთ შეფასების ჩარჩოზე.