Monday, October 27, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღეს აუდიტორიის წინაშე წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია. მოვისმინე ჩემი პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ასევე მოვისმინეთ თანაგუნდელების პროექტების პრეზენტაციები და ვაკეთებდით კომენტარებს როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებზე. ამით ჩვენი ინტელის ტრენინგი დასრულდა. რის შედეგედაც მე პირადად ძალიან ბევრი გავიგე და მივხვდი თუ რა იყო პროექტი და როგორ უნდა განცახორციელო წარმატებული პროექტი. ასევე ტრენინგის განმავლობაში შევიძინე ბევრი ახალი მეგობარი :)
Tuesday, October 21, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დღეს სასწავლო პროცედურები ლინკის სახით ჩავსვით სასწავლო გეგმაში, შემდეგ პორფოლიოს ჩეკლისტის საშუალებით გადავამოწმეთ, ჩვენი პორფოლიო. შემდეგ ავტვირთეთ Google-Drive-ში. გამოვაქვეყნეთ და განვათავსეთ ბლოგზე.
Friday, October 17, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის განხილვით. შემდეგ გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.ვიმუშავეთ მეხუთე მოდულის ფარგლებში. ჩამოვტვირთეთ სხვადასხვა ფაილი რომელიც შეფასების კრიტერიუმებისთვის გამოგვადგება. სახლში გვაქვს დავალება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირების მიხედვით უნდა შევასოთ ჩვენი პროექტის შესაბამისი შფასება.
Tuesday, October 14, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მესამე მოდული და მეოთხე მოდული. ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. შემდეგ დავასრულეთ პრეზენტაცია და ავტვირთეთ DRIVE-ში. შემდეგ გავეცანით საავტორო უფლებებს და ვნახეთ საავტორო უფლებებისთვის ჩასაწერი სხვადასხვა დოკუმენტი. შემდეგ ჩვენ თვითონ შევადგინეთ საავტორო უფლებების შემცველი დოკუმენტი. ამის შემდგომ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენს ბლოგზე ახალი გვერდები, და დავამატეთ ჩვენს ბლოგს ახალი გვერდები. შემდგომ შევცვალეთ ჩვენი ბლოგის დიზაინი. სახლში უნდა გავაკეთოთ, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია, ავტვირთოთ DRIVE-ში და შემდეგ განვათავსოთ ჩვენს ბლოგზე.
Sunday, October 12, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს ბლოგზე პოსტის სახით ჩავწერეთ მოსწავლის მიზნები და ამოცანები და მიმართულების მიმცემი კითხვები და შემდეგ განვიხილეთ ერთმანეთის ნამუშევრები. შემდეგ გავეცანით თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ შეფასების გეგმაზე.გადავათვალიერეთ სახელმძღვანელო. ამის შემდგომ დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა და შევავსეთ პრეზენტაციის ყველა სლაიდი. შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა ავტვირთოთ პრეზენტაცია GOOGLE DRIVE-ში. ავტვირტეტ პრეზენტაცია და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.
დავალება გვაქვს უნდა მოვიფიქროთ და ჩამოვწეროთ ის სტრატეგიები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პროექრტის მიმდინარეობის ფარგლებში, იმისათვის რომ ვიმუშაოთ შეფასების ჩარჩოზე.
დავალება გვაქვს უნდა მოვიფიქროთ და ჩამოვწეროთ ის სტრატეგიები, რომლებიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პროექრტის მიმდინარეობის ფარგლებში, იმისათვის რომ ვიმუშაოთ შეფასების ჩარჩოზე.
Saturday, October 11, 2014
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხები
მოსწავლეები უპასუხებენ შემდეგ კითხვებს:
ზოგადი კითხვა:
- რა მიზნით ჩამოდიან საქართველოში უცხოელები?
თემატური კითხვები:
- რა ინფორმაცია აქვს ტურისტს საქართველოს შესახებ?
- რამდენად მზად არის თელავი ტურისტების მისაღებად?
შინაარსობრივი კითხვები:
- რომელ ინგლისურ სიტყვებს გამოიყენებენ მოსწავლეები თელავის ისტორიულ- კულტურული ღირშესანიშაობების აღსაწერად ბუკლეტში?
მოსწავლის მიზნები და ამოცანები
მოსწავლეები შეძლებენ:
- ინგლისური ენის გამოყენებას პროექტის ყველა ასპექტში.
- შეკითხვების დასმას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძვნება ტურისტებზე დაკვირვებას.
- მონაცემების შეგროვებას, ორგანიზებას და ინტერპრეტაციას.
- თელავში მყოფ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ჩაატარონ გამოკითხვა და გააანალიზონ გამოკითხვის შედეგები.
- გამოკითხვის შედეგების გააანალიზებას და გააკეთონ უცხოელების ინტერესების დასაკმაყოფილებელი გზამკვლევი რომელსაც განათავსებენ ბლოგზე.
მესამე დღის რეფლექსია
დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.დავადგინეთ ჩვენი პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოსწავეების მიზნები და შედეგები. შემდგომ დავადგინეთ და გეგმაში ჩავწერეთ ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს 21-ე საუკუნის რომელი სააზროვნო უნარები განუვითარდებათ. და ბოლოს ჩამოვაყალიბეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ეს ყველაფერი ჩავწერეთ სასწავლო გეგმის შაბლონში.
შემდგომ დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. გავაკეთეთ რამოდენიმე სლაიდი, რომლებიც ავაწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის მიხედვით.
შემდგომ დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. გავაკეთეთ რამოდენიმე სლაიდი, რომლებიც ავაწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის მიხედვით.
Sunday, September 28, 2014
მეორე დღის რეფლექსია
მეორე დღე დავიწყეთ სახლში მოფიქრებული პროექტის იდეების გაცნობით. გავეცანით პროექტის იდეებს და განვიხილეთ. შემდგომ შევედით ჩვენს ბლოგზე და განვათავსეთ პროექტის იდეა. სემდგომ წავიკითხეთ ერთმანეთის იდეები და დავაკომენტარეთ, მივეცით ერტმანეთს რჩევები.
ამის შემდეგ დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა. გავაკეთეთ ბროშურის დიზაინი და გავაფორმეთ გარეკანი. ამით დავასრულეთ პირველ მოდულზე მუშაობა.
საშინაო დავალებად გვაქვს მოვიფიქროთ პირველი მოდულის შემაჯამებელ კითხვებზე პასუხები.
ამის შემდეგ დავიწყეთ ბროშურაზე მუშაობა. გავაკეთეთ ბროშურის დიზაინი და გავაფორმეთ გარეკანი. ამით დავასრულეთ პირველ მოდულზე მუშაობა.
საშინაო დავალებად გვაქვს მოვიფიქროთ პირველი მოდულის შემაჯამებელ კითხვებზე პასუხები.
ჩემი პროექტის იდეა
დღეს საქართველოში ტურიზმი ძალზედ აქტუალური თემააა. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებამ, ტურისტთა რაოდენობის ზრდა განაპირობა. ტურისტთა რაოდენობის ზრდა კი აუცილებელს ხდის ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას.
მოსწავლეები შეხვდებიან მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს და აიღებენ ინტერვიუს, თუ რა იციან თელავის შესახებ. შემდგომ დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას სხადასხვა ისტორიულ ძეგლებზე.
შედეგად მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გამოუშვებენ ბროშურას სადაც იქნება განთავსებული ინფორმაცია, რომელიც ტურისტებს გაუადვილებს თელავის ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერებას.
მოსწავლეები შეხვდებიან მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს და აიღებენ ინტერვიუს, თუ რა იციან თელავის შესახებ. შემდგომ დაიწყებენ ინფორმაციის მოძიებას სხადასხვა ისტორიულ ძეგლებზე.
შედეგად მოსწავლეები ინგლისურ ენაზე გამოუშვებენ ბროშურას სადაც იქნება განთავსებული ინფორმაცია, რომელიც ტურისტებს გაუადვილებს თელავის ისტორიული და კულტურული ძეგლების დათვალიერებას.
Saturday, September 27, 2014
პირველი დღის რეფლექსია
პირველ დღეს გავეცანით თუ რა მოდულებისგან შედგება ჩვენი ტრენინგი. შემდგომში გავეცანით თუ რას ნიშნავს INTEL-ი. გავხსენით INTEL-ის სახელმძღვანელო და გავეცანით თუ როგორ უნდა შევქმნათ პორთფოლიო და საჭირო საქაღალდეები. ამის შემდგომ, შევქმენით ჩვენი პორტფოლიო. შემდეგ გავიგეთ თუ რა არის ჩეკლისტი და გავეცანით მასში შესულ ინფორმაციას..შემდეგ გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და ეს ფაილი და ჩეკლისტის ფაილი შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში. ამის შემდგომ გავხსენით ჩვენი ელექტრონული ფოსტა და და იქედან შევქმენით ჩვენი ბლოგი. ხვალისათვის გვაქვს დავალება, უნდა მოვიფიქროთ პროექტის იდეა და ხვალ წარვადგინოთ აუდიტორიის წინაშე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პირველი დღე და სულ არ დავღლილვარ ისე გაიქცა დრო :)
Subscribe to:
Posts (Atom)